ოფიციალურად: ჟოზე და
Aa
Aa

ოფიციალურად: ჟოზე და "მანჩესტერი" 2020 წლამდე ითანამშრომლებენ!

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

„განსაკუთრებული“ „წითელ ეშმაკებს“ 2020 წლის ზაფხულამდე უთავკაცებს, მისი წლიური ანაზღაურება კი დაახლოებით 15 მილიონ ევრო იქნება.

გარდა ამისა, კონტრაქტში ჩადებული პუნქტი, რომლის თანახმადაც, მხარეებს მისი გახანგრძლივება, სურვილის შემთხვევაში, ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ ერთი წლით შეეძლებათ.

მანჩესტერელეთა ხელმძღვანელობასა და მოურინიოს აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის მოლაპარაკებები ოქტომბრიდან მიმდინარეობდა, საბოლოოდ მათ შეთანხმების შესახებ გუშინ ოფიციალურად გამოაცხადეს.

ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები