ალექს სანდრო -
Aa
Aa

ალექს სანდრო - "მანჩესტერის" მთავარი სამიზნე

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ საზაფხულო სამიზნეთა სიაში პირველ პოზიციას ალექს სანდრო იკავებს.

ჟოზე მოურინიოს დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერება სურს და ლუკ შოუს გაყიდვას რაც შეიძლება სწრაფად გეგმავს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი „ტოტენჰემის“ განაპირა მცველით დენი როუზით ინტერესდებოდა, თუმცა საბოლოოდ „განსაკუთრებულის“ არჩევანი ალექს სანდროზე შეჩერდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატების დიდი სურვილი ლონდონის „ჩელსისაც“ ჰქონდა, თუმცა „არისტოკრატების“ 60 მილიონიან წინადადებას „იუვემ“ უარით უპასუხა.

წყაროს მტკიცებით, „იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბებერ ქალბატონთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს და იმის შანსი, რომ სანდრო „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდება საკმაოდ მაღალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები