„იუვენტუსი“ ილარამენდით ინტერესდება
Aa
Aa

„იუვენტუსი“ ილარამენდით ინტერესდება

როგორც „Calciomercato“ იტყობინება, ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ფლორენტინო პერესს მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ილარამენდის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს.

ესპანელ ფეხბურთელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მისი გადმობირებისათვის მადრიდელებმა ორი წლის წინ „რეალ სოსიედადს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადეს. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ილარამენდიმ მადრიდულ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და როგორც კატალონიური გამოცემა „Diario Sport“ იუწყება, „რეალი“ მზადაა მას ისევე შეელიოს, როგორც მის ყოფილ თანაგუნდელ ალვარო მორატას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები