ლუის ენრიკე: „ბილბაომ“ გამარჯვება დაიმსახურა
Aa
Aa

ლუის ენრიკე: „ბილბაომ“ გამარჯვება დაიმსახურა

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ, ლუის ენრიკეს იმედი ჰქონდა, რომ „ატლეტიკ ბილბაოსთან“ გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ მისი გუნდი ოთხბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას შეძლებდა. თუმცა, „ბარსელონამ“ მეტოქის დამარცხებაც კი ვერ შეძლო. კატალონიელები 1:0 იგებდნენ, შემდეგ მოედნიდან პიკე იქნა გაძევებული და „ატლეტიკმა“ კი ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ლუის ენრიკე თვლის, რომ მის გუნდს ცუდად არ უთამაშია.

„ატლეტიკმა“ დაიმსახურა გამარჯვება, ჩვენთვის კი ბრძოლა პიკეს გაძევების შემდეგ დასრულდა. დამარცხება შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს, ის დაგვეხმარება ვიგრძნოთ გამარჯვების სიტკბო და ფასი. მინდა კომენტარი გავაკეთო შემადგელობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პრობლემა და მე ვიმოქმედებ მკაცრად გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემმა ფეხბურთელებმა საკმარისად კარგად ითამაშეს და თუ არა წითელი ბარათი, ანგარიში შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო“ - განაცხადა ლუი ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები