ჰალეპის მორიგი მოგებული თრილერი და დამსახურებული ფინალი!
Aa
Aa

ჰალეპის მორიგი მოგებული თრილერი და დამსახურებული ფინალი!

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგის მეორე 1/2 ფინალურ მატჩში, სიმონა ჰალეპმა, ანგელიკ კერბერს, 3 სეტში უდაძაბულესი თამაში მოუგო.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა პირველი სეტი 6:3-ზე დახურა, თუმცა მეორე პარტია 4:6 დათმო და საქმე დისაიდერამდე მივიდა.

გადამწყვეტ სეტში მოთამაშეებმა 16 გეიმი ითამაშეს. უმთავრესი მომენტი 6:5-ზე დადგა, როცა კერბერს საკუთარ ჩაწოდებაზე ორმაგი მატჩ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ რუმინელმა საფრთხე მოიგერია და თამაში ანგარიშით 6:3 4:6 9:7 მოიგო.

ამრიგად, ავსტრალიის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ეყოლება - კაროლინ ვოზნიაცკი ან სიმონა ჰალეპი.

ორივე ეს ჩოგბურთელი დიდი სლემის მე-3 ფინალს ითამაშეს - აქამდე ტიტული არცერთს მოუგია.

ვოზნიაცკიმ ორივე ფინალი ამერიკის ღია პირველობაზე წააგო, ხოლო ჰალეპმა - საფრანგეთის ღია პირველობაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები