BBC:
Aa
Aa

BBC: "ინტერმა" "ლივერპულს" სტარიჯის თაობაზე მიმართა...

BBC-ს ინფორმაციით, მილანის „ინტერმა“ „ლივერპულს“ დანიელ სტარიჯის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა.

როგორც ცნობილია, „ნერაძურის“ ფეხბურთელის იჯარით აყვანა და სეზონის ბოლოს გამოსყიდვა სურს, რაზეც ინგლისური მხარე უარს ამბობს.

მერსისაიდელებს 35-40 მილიონი ევროს მიღება ახლავე უნდათ, თანაც თავად სტარიჯი „სევილიაში“ გადასვლის სურვილს გამოთქვამს და ლივერპულელები გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებენ.

დანიელ სტარიჯს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები