კერიკი: ამ ფორმაციის „მანჩესტერს“ ბევრი რამ შეუძლია
Aa
Aa

კერიკი: ამ ფორმაციის „მანჩესტერს“ ბევრი რამ შეუძლია

მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მაიკ კერიკი გამოეხმაურა იმ ფაქტს,როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „პრემიერ ლიგის“ ახალი სეზონო ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო. ამ ფაქტს „წითელი ეშმაკების“ ნახევარმცველი, მაიკ კერიკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გუნდი კიდევ ბევრ ხმაურიან გამარჯვებას მოიპოვებს.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერი“ კიდევ ბევრ ხმაურიან გამარჯვებას მოიპოვებს. ამ შემადგელობას ბევრი რამ შეუძლია. წინ „ბრიუგესთან“ საპასუხისმგებლო შეხვედრა გველის. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიწყო ისე როგორც საჭირო იყო, თუმცა მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება. გუნდი სეზონისთვის კარგად არის მომზადებული და მხოლოდ წინ იყურება“ - განცხადა კერიკმა

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ პირველ ტურში „ტოტენჰემი“ დაამარცხა. გასულ უქმეებზე კი სტუმრად „ასტონ ვილას“ სძლია. ორივე შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები