წინ სრული სვლით! - ფედერერმა 1/2 ფინალში სეტის წაუგებლად გააღწია
Aa
Aa

წინ სრული სვლით! - ფედერერმა 1/2 ფინალში სეტის წაუგებლად გააღწია

ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო 1/4 ფინალურ შეხვედრაში, როჯერ ფედერერმა, ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგობა 3 სეტში დაძლია.

შვეიცარიელმა მაესტრომ პირველი სეტი ტაიბრეიკზე აიღო, თანაც ბერდიხი პარტიის მიმდინარეობისას 5:2 დაწინაურდა, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ვერ თქვა და სეტი მეტოქეს დაუთმო.

ფედერერმა დანარჩენი 2 სეტი სრული უპირატესობის ფონზე წარმართა და გამარჯვების მიღწევა აღარ გასჭირვებია - 7:6 6:3 6:4. 

36 წლის ფედერერის მომდევნო მოწინააღმდეგე ახალგაზრდა კორეელი ჰიონ ჩუნი იქნება, რომელმაც ტენის სანდგრენს ასევე 3 სეტში მოუგო.

როჯერ ფედერერი ტურნირის 1/2 ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა. იგი დიდი სლემის მე-20 ტიტულს უმიზნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები