კერბერი 1/2 ფინალში ჰალეპს შეხვდება
Aa
Aa

კერბერი 1/2 ფინალში ჰალეპს შეხვდება

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგის დასკვნითმა 1/4 ფინალურმა მატჩებმა ბრძოლის გარეშე ჩაიარა.

დღის პირველ შეხვედრაში, ამ ტურნირის 2016 წლის გამარჯვებულმა ანგელიკ კერბერმა, ამერიკელ მედისონ კიზს 6:1 6:2 მოუგო.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი კი, ჩეხ კაროლინა პლიშკოვას 6:3 6:2-ით დაშორდა.

ამრიგად, ქალთა შორის ორივე 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია - კერბერი ჰალეპის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო ვოზნიაცკი - მერტენსის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები