თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის თასს თბილისში ჩამოიტანენ!
Aa
Aa

თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის თასს თბილისში ჩამოიტანენ!

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასს საქართველო უმასპინძლებს.

FIFA-ს ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, კონკრეტულად, თასს თბილისში 8 თბერვალს ჩამოიტანენ.

თასი მოგზაურობას დღეს დაიწყებს და მას პირველი შრი ლანკა უმასპინძლებს. საბოლოოდ, ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო პრიზი 51 ქვეყნის 91 ქალაქს მოივლის.

7 თებერვალს თასს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩაიტანენ, მეორე დღეს კი ის უკვე თბილისში იქნება.

თასი დღეს ლონდონში იყო, სადაც ის მსოფლიო ჩემპიონებმა ანდრეა პირლომ და ჯეფ ჰერსტმა წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები