პელეგრინი: „ჩელსის“ კარში უფრო მეტი ბურთის გატანაც შეგვეძლო
Aa
Aa

პელეგრინი: „ჩელსის“ კარში უფრო მეტი ბურთის გატანაც შეგვეძლო

მანუელ პელეგრინი კმაყოფილია „ჩელსისთან“ მოპოვებული გამარჯვებით. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი საკუთარი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დარჩა, თუმცა თვლის, რომ მისმა გუნდმა ყველა მომენტი ვერ გამოიყენა.

„რთულია, როდესაც მომენტებს ქმნი და გოლი ვერ გაგაქვს. მიუხედავად სამი გატანილი ბურთისა, შეგვეძლო, რომ „ჩელსის“ კარში უფრო მეტი გაგვეტანა. პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ხელიდან გაუშვით, თუმცა მოწინააღმდეგემ ვერცერთი საგოლე სიტუაცი ვერ შექმნა. მთელი მატჩის მანძილზე მათ მხოლოდ ერთ შანსი ჰქონდათ. დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენი თამაში პრაქტიკულად იდეალური გამოდგა, რაც იშვიათია „ჩელსისთან“ შეხვედრებში“ - განაცხადა პელეგრინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები