ოფიციალურად: რაფინია
Aa
Aa

ოფიციალურად: რაფინია "ინტერში" ითამაშებს!

ბრაზილიელი ფეხბურთელი რაფინია ალკანტარა სეზონის ბოლომდე იჯარის წესით მილანის „ინტერში“ ითამაშებს.

იტალიელებმა „ბარსელონას“ იჯარის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ, ხოლო ზაფხულში 24 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

რაფინია მილანში გუშინ ჩავიდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, „ნერაძურისთან“ ხელშეკრულებაც გააფორმა.

რაფინია ალკანტარა „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2011 წლიდან თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები