დე ბრუინი 2023 წლამდე
Aa
Aa

დე ბრუინი 2023 წლამდე "ქალაქელია"

„მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური საიტის ცნობით, კევინ დე ბრუინმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც „ეტიჰედ სთედიუმზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ბელგიელის წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება.

კევინ დე ბრუინი „სიტიში“ 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და მისი მაისურით ჩატარებულ 122 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, პრემიერ ლიგის ეგიდით, დე ბრუინის აქტივში 38 საგოლე გადაცემაა, რაც 2015 წლიდან მოყოლებული, ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები