ვოზნიაცკი 1/2 ფინალში მერტენსს შეხვდება
Aa
Aa

ვოზნიაცკი 1/2 ფინალში მერტენსს შეხვდება

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგის მორიგ 1/4 ფინალურ შეხვედრაში კაროლინ ვოზნიაცკიმ, კარლა სუარეს ნავაროს წინააღმდეგობა 3 სეტში დაძლია.

დანიელმა ჩოგბურთელმა პირველი პარტია მშრალად 6:0 მოიგო, თუმცა მეორე სეტი ტაიბრეიკზე დათმო და საქმე გადამწყვეტ სეტამდე მივიდა.

მე-3 პარტიაში უპირატესობას კვლავაც ვოზნიაცკი ფლობდა, რომელმაც მეტოქეს საბოლოო ჯამში ანგარიშით - 6:0 6:7 6:2 აჯობა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის მომდევნო მეტოქე, ახალგაზრდა ბელგიელი ელიზ მერტენსი იქნება, რომელიც დიდი სლემის 1/2 ფინალში პირველად გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები