Aa
Aa

რაფაელ ნადალი ავსტრალლის ღია პირველობას ტრავმის გამო დაემშვიდობა

გასული წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი აღარ განმეორდება, რადგანაც რაფაელ ნადალმა გათამაშება ნაადრევად, 1/4 ფინალურ სტადიაზე დაასრულა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ხორვატ მარინ ჩილიჩთან დამარცხდა, რის მიზეზადაც ტრავმა უნდა მივიჩიოთ.

უფრო კონკრეტულად, მე-5 სეტის მიმდინარეობისას, როცა ჩილიჩი 2:0 დაიწნაურდა, "რაფამ" თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, შედეგად მატჩი ანგარიშზე - 3:6 6:3 6:7 6:2 2:0-ზე შეწყდა.

ჩილიჩი ტურნირის 1/2 ფინალში, ბრიტანელ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთ აღიარებულ ფავორიტ გრიგორ დიმიტროვს 4 სეტში მოუგო.

მარინ ჩილიჩი ამერიკის ღია პირველობის 2014 წლის გამარჯვებულია, გასულ წელს კი უიმბლდონის ფინალში, როჯერ ფედერერთან წააგო.

ჩილიჩისა და ედმუნდის 1/2 ფინალური დაპირისპირება პარასკევს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები