Aa
Aa

ედმუნდმა დიმიტროვი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა!

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა თანრიგის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში კაილ ედმუნდი და გრიგორ დიმიტროვი უპირისპირდებოდნენ.

შეხვედრა ბრიტანელის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით - 6:4 3:6 6:3 6:4 დასრულდა. 

ედმუნდის ანგარიშზე 13 ეისი და 46 ვინერსი იყო, მაშინ როცა მისმა მეტოქემ და ამ თამაშის ფავორიტმა დიმიტროვმა, მხოლოდ 7 ეისი და 32 ვინერსი შეასრულა.

ბულგარელს ნაკლები უნებლიე შეცდომა ჰქონდა, თუმცა ეს მას ვერ დაეხმარა, რადგანაც შეტევაში იმდენად აგრესიული არ იყო.

23 წლის ედმუნდი, დიდი სლემის 1/2 ფინალში პირველად გავიდა და ნადალი-ჩილიჩის მატჩის მოგებულს შეხვდება.

გრიგორ დიმიტროვმა გასულ წელს ამ ტურნირზე 1/2 ფინალური დაპირისპირება ნადალთან წააგო, ასე რომ, მას რეიტინგში ქულები დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები