La Reppublicca:
Aa
Aa

La Reppublicca: "მილანი" და "ადიდასი" კონტრაქტს სულ მალე გაწყვეტენ!

La Reppublica-ს ცნობით, „მილანი“ სულ მალე ტექნიკურ სპონსორს შეიცვლის და "ადიდასის" ნაცვლად, "პუმასთან" ითანამშრომლებს.

წყაროს თქმით, „როსონერის“ ხელმძღვანელობასა და "პუმას" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია და მხარეები ყველაფერს ოფიციალურად უახლოეს ხანში გამოაცხადებენ.

1998 წლიდან მილანური გრანდის ტექნიკური სპონსორი "ადიდასია", რომელიც კლუბის ბოლოდროინდელი შედეგებითა და პოპულარობის ვარდნით უკმაყოფილოა და მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა, კონტრაქტის დასრულებამდე 4 წლით ადრე, თავად მოინდომა.

ამჟამინდელი მონაცემებით, „მილანი“ სერია A-ს ერთადერთი კლუბი იქნება, რომელსაც "პუმა" შემოსავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები