ბერლუსკონი:
Aa
Aa

ბერლუსკონი: "მილანის" თამაშების ყურება შევწყვიტე, რადგან"...

იტალიური "მილანის" ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა - სილვიო ბერლუსკონიმ, პრესასთან "როსონერისთან" დაკავშირებით ისაუბრა და გუნდის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

"გუნდის თამაშებს აღარ ვუყურებ, რადგან მისი სათამაშო სტილი, ჩემს საფეხბურთო პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამ პრინციპებით გავხდი "მილანის" ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი.

კლუბის ამჟამინდელმა ხელმღძვანელობამ ჩემი რჩევები არ გაითვალისწინა". - განუცხადა ბერლუსკონიმ გამოცემა LA7-ს.

სილიო ბერლუსკონიმ, "მილანის" აქციათა საკონტროლო პაკეტი, ჩინურ კომპანიას, გასული წლის აპრილში ოფიციალურად გადააბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები