ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას 1/8 ფინალური სტადიიდან გამოეთიშა.

სერბმა ვარსკვლავმა სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩუნთან 3 სეტში - 6:7 5:7 6:7 წააგო.

21 წლის აზიელმა ჩოგბურთელმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და გათამაშებებში ჯოკოვიჩს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ჩუნი ტურნირის მომდევნო რაუნდში კიდევ ერთ სენსაციურ მეოთხედფინალისტ ტენის სანდგრენს შეხვდება, რომელმაც ფავორიტად შერაცხულ დომინიკ ტიმს 5 სეტიანი თრილერი მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები