„პარი სენ ჟერმენს“ ედეგორის იჯარით აყვანა სურს
Aa
Aa

„პარი სენ ჟერმენს“ ედეგორის იჯარით აყვანა სურს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, „ლიგა 1“-ის მოქმედ ჩემპიონ „პარი სენ ჟერმენს“ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის, ნორვეგიელი მარტინ ედეგორის იჯარით აყვანა სურს.

ფრანგული კლუბი უკვე დაუკავშირდა „სამეფო გუნდს“ და მოლაპარაკების წარმოება დაიწყო. მადრიდელებს ახალი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ჰყავთ. ესპანური მედია კი ირწმუნება, რომ ესპანელი სპეციალისტის გეგმებში ნორვეგიელი ტალანტი არ შედის და მარტინი 2015/16 წლების სეზონში მთავარი გუნდის სიაში ვერ მოხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები