კოშტა
Aa
Aa

კოშტა "ათლეტებს" 10 დღით გამოაკლდა

როგორც მადრიდული გამოცემა Marca წერს, „ატლეტიკოს“ დიეგო კოშტა დაახლოებით 10 დღის მანძილზე ვერ დაეხმარება.

„როხიბლანკოს“ ფორვარდმა ლა ლიგის გასულ ტურში „ჟირონასთან“ მატჩისას დაზიანება მიიღო და იძულებითი უქმობა მოუწევს.

თუკი მედიკოსთა ვარაუდი გამართლა, კოშტა „სევილიასთან“ გასამართ სათასო მატჩსა და 28 იანვარს ლა ლიგის ეგიდით დაგეგმილ „ლას პალმასთან“ დაპირისპირებას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ კოშტა „ატლეტიკოს“ 6 თვის წინ დაუბრუნდა, თუმცა სეზონის პირველ ნახევარში, მადრიდულ გუნდს ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება არ ჰქონდა და ბრაზილო-ესპანელი მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები