მიულერმა ბუნდესლიგაში 100-მდე დაამრგვალა
Aa
Aa

მიულერმა ბუნდესლიგაში 100-მდე დაამრგვალა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩში „ბაიერნმა“ საშინაო არენაზე „ვერდერს“ 4:2 მოუგო.

აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა ტომას მიულერისთვის, რომელმაც დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგის ეგიდით გატანილი გოლების მარაგი 100-მდე გაზარდა.

მიულერი „ბაიერნის“ მე-5 ფეხბურთელია, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატში 100 გოლიან მაჩვენებელს მიაღწია.

დიტერ ჰენესის ანგარიშზე 102 გოლია, როლანდ ვოლფარტისაზე 119, კარლ-ჰაინც რუმეინგემ 162 გოლის გატანა შეძლო, ხოლო გერდ მიულერი „რეკორდმაისტერის“ ფორმით ბუნდესლიგაში გატანილი 365 გოლით, გათამაშების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები