სანჩესის ხელიდან გაშვების შემდეგ,
Aa
Aa

სანჩესის ხელიდან გაშვების შემდეგ, "სიტის" ორი ახალი სამიზნე ჰყავს

Goal-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ალექსის სანჩესის ტრანსფერის ჩაგდების შემდეგ, ახალი სამიზნეები ჰყავს.

"ქალაქელებს" "ვესტ ბრომვიჩის" ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველის ჯონი ევანსისა და დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფრედის დამატება სურთ.

"სიტის" სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და უახლოეს დღეებში ახალი ინფორმაციაც გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ევანსი 2006-2015 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება 24 წლის ფრედს, ის "შახტარში" 2013 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 142 შეხვედრაში 13 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები