დადასტურდა - სანჩესი "მანჩესტერში" ითამაშებს!
ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება და წერს, რომ ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "წითელმა ეშმაკებმა" 35 მილიონი ფუნტი და ჰენრიხ მხითარიანი დათმეს.
"იუნაიტედში" სანჩესის ყოველკვირეული ანაზღაურება 450 ათასი ფუნტი იქნება. ფეხბურთელი სავარაუდოდ 7 ნომრიან მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ალექსის სანჩესი "არსენალის" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. მის ანგარიშზე 166 შეხვედრაში 80 გოლი და 46 შედეგიანი გადაცემაა.