Aa
Aa

"მილანმა" მთავარი მწვრთნელის იდეალურ კანდიდატურას მიაგნო - მოლაპარაკებები დაწყებულია

"მილანი" კვლავ მწვრთნელის ძიებაშია და როგორც ჩანს იდეალურ ვარიანტსაც მიაგნო.

Tuttosport-ის ინფორმაციით, "როსონერი" სეზონის დასრულების შემდეგ შეეცდება, რომ "ნაპოლის" თავკაცი მაურისიო სარი გადაიბიროს.

59 წლის სპეციალისტი "ნაპოლიში" შესანიშნავად მუშაობს და მისი გუნდის თამაშით ყველა მოხიბლულია, რამაც სარი ევროგრანდებისთვის სასურველ სპეციალისტად აქცია.

"მილანი" შეეცდება, რომ სარი უკეთესი პირობების შეთავაზებით გადაიბიროს. "ნაპოლიში" მისი ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 8 მილიონი ევროა, "როსონერი" კი მას 11 მილიონს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" სეზონი ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით დაიწყო. ახლა კი გუნდს სათავაშე ჯენარო გატუზო უდგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები