მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "მუნდიალზე არგენტინის გამარჯვების იმედი არ მაქვს"

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო არმანდო მარადონამ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და არგენტინის ეროვნული ნაკრების შანსები შეაფასა.

"არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრე და ის რასაც დამპირდა, შემდეგ საპირისპირო გააკეთა. მათი არ მესმის. ამ ხალხის ხელში არგენტინული ფეხბურთი ვერაფერს მიაღწევს. 2018 წლის მუნდიალზე არგენტინის გამარჯვების იმედი არ მაქვს. ეს ილუზიაა და მირჩევნია ყველაფერს რეალურად შევხედო.

ჩემი აზრით, ახალგაზრდა არგენტინელ ფეხბურთელებს ევროპაში 19 წლამდე წასვლა უნდა ეკრძალებოდეთ. პირადად მე, მომავალზე ვფიქრობ და დღევანდელებისგან განსხვავებით, 15-20 წლის ბიჭების ბედი მაღელვებს, მათი იმედი ნამდვილად მაქვს".

შეგახსენებთ, რომ მარადონა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის მოწინააღმდეგ უკვე დიდი ხანია გამოდის და მათ არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს.

მარადონას აზრს უამრავი ადამიანი იზიარებს, მათ შორის ჟურნალისტები და ვეტერანი ფეხბურთელებიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები