Aa
Aa

"ბარსელონამ" ანტუან გრიზმანის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა!

დღეს, ეპსანურმა გამოცემებმა Sport-მა და Mundo-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" და ანტუან გრიზმანი პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ და ფრანგი ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერას კატალონიურ კლუბში განაგრძობს.

ისიც დაიწერა, რომ თითქოს "ბარსამ" გრიზმანისთვის 7 ნომრიანი მაისური გადადო და მისი აღების ნებართვა კოუტინიოს არ მისცა.

აღნიშნულმა ინფორმაციამ მთელი საფეხბურთო პრესა მოიცვა, რამაც "ბარსელონა" აიძულა, რომ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა.

" "ბარსელონა" კატეგორიულად უარყოფს სხვადასხვა პრესის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს "ატლეტიკოს" თავადამსხმელ ანტუან გრიზმანთან შეთანხმება გვაქვს. "ბარსელონა" აღშფოთებულია და პროტესტს გამოთქვამს ამ ფაქტის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ "ატლეტიკოს" დიდ პატივს სცემს".

შეგახსენებთ, რომ მსგავში შინაარსის ინფორმაციამ პრესაში რამდენიმე თვის წინაც გაჟონა, რამაც მადრიდული კლუბის აღშფოთება გამოიწვია და კატალონიელებისთვის FIFA-ში ჩივილიც კი გადაწყვიტეს, რადგან "ბარელონა" ფებხურთელთან მათ ზურგს უკან მოქმედებდა.

როგორც ხედავთ, იგივე დღესაც განმეორდა, "ბარსამ" კი თადარიგი უმალვე დაიჭირა და ოფიციალური განცხადებაც გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები