შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა - შერმადინმა
Aa
Aa

შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა - შერმადინმა "რეალი" დაამარცხა!

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში და ისევ დასანანი მარცხი ევროლგაში. “ბასკონიამ” იტალიურ “არმანი ექსჩეინჯს” უმასპინძლა, ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი და მატჩის უმაღლესი შედეგი გაიფორმა, თუმცა შენგელიას ბოლო წამზე გამარჯვების მომტანი ეგრედ წოდებული “ალე-უპი” გაუცუდდა და ბასკური კლუბი 82:83 დამარცხდა.

არადა, შენგელიას ძალისხმევით ბასკონიელებმა ბოლო პერიოდში სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მასპინძლებს უნდა ემარჯვათ, თორნიკე კი მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ ქართველი კაპიტნის საკვანძო სროლა მილანელთა ფარში არ ჩაეშვა.

შენგელია სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:45 წუთში 17 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. თოკომ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. თოკომ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.

“ბასკონიას” წაგება ცხრილში დაქვეითებად დაუჯდა. 8 მოგებითა და 11 მარცხით შენგელიას გუნდი 9-10 ადგილებს გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” იყოფს. შემდეგი მატჩი ბასკონიელებს სწორედ უნიკახელებთან ელის. 25 იანვარ მალაგაში ქართული დერბი გაიმართება.

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროლიგაში საამაყო გამარჯვება მოიპოვა. მალაგელებმა მადრიდის “რეალს” უმასპინძლეს და 80:75 დაამარცხეს, რაშიც თავისი წილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო. 

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 18:22 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“უნიკახამ” “ბასკონიას” მსგავსად 8 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა და 16-გუნდიან ევროლიგაში მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებს. შემდეგ ტურში, 25 იანვარს, სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან – მალაგაში.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები