ოფიციალურად: კოუტინიოს დებიუტის თარიღი ცნობილია
Aa
Aa

ოფიციალურად: კოუტინიოს დებიუტის თარიღი ცნობილია

ფელიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ გაირკვა, რომ ბრაზილიელი ტრავმირებული იყო და ის რამდენიმე კვირის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებდა.

საბოლოოდ ყველაფერი დადასტურდა და ფეხბურთელმაც სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

დღეს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კოუტინიო "ბარსას" მაისურით სადებიუტო მატჩს 28 იანვარს "კამპ ნოუზე" "ალავესის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელება და ფორმაში შესვლა გუნდს ჰაერივით ესაჭიროება, რადგან "ბარსას" ტრავმების ეპიდემიამ შეუტია - ინიესტა, უმტიტი, პაულინიო, დემბელე და ალკასერი ტრავმირებულები არიან და ზოგიერთი მათგანი მოედანზე გასვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

მართალია კოუტინიო წელს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება, თუმცა "ბლაუგრანას" შემტევებს ლა ლიგაში დასვენების საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით კი ეს ინიესტაზე ითქმის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები