ობამეიანგი და მხითარიანი
Aa
Aa

ობამეიანგი და მხითარიანი "არსენალის" წინადადებას დათანხმდნენ

ლონდონის "არსენალი" იანვარში შემადგენლობის შეცვლას გეგმავს და ამასთან საკმაოდ ახლოსაცაა.

Goal-ის ინფორმაციით, "მეთოფეთა" შეთავაზებას პიერ ემერიკ ობამეიანგი და ჰენრიხ მხითარიანი დათანხმდნენ.

როგორც ცნობილია, "არსენალი" სომეხ ფეხბურთელს ალექსის სანჩესის "იუნაიტედში" გადასვლისთვის მიიღებს, ხოლო ობამეიანგს "დორტმუნდიდან" 55 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატებს.

კლუბსა და ფეხბურთელებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, თუმცა მხარეები მის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავენ.

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ ისედაც გაწელილი მოლაპრაკებები მეტად აღარ გაგრძელდება და ამ უიკენდზე ტრანსფერები ოფიციალურად დადასტურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები