რონალდუ და
Aa
Aa

რონალდუ და "მანჩესტერი" გამოირიცხა - კრიშტიანო "რეალიდან" მიდის, მაგრამ სად?

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კრიშტიანო რონალდუსთვის წლევანდელი სეზონი მადრიდის "რეალის" მაისურით უკანასკნელი იქნება.

როგორც დღემდე იწერებოდა, პორტუგალიელი ფეხბურთელის "მანჩესტერ იუნიატედში" დაბრუნება ყველაზე რეალური ვარიანტი იყო, თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა.

Marca-ს ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" კრიშტიანოს დაბრუნებას არ გეგმავენ, რადგან მათი მთავარი სამიზნე ალექსის სანჩესია, რომელსაც რამდენიმე საათში გაიფორმებენ.

სანჩესი "ოლდ ტრაფორდზე" 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რაც რონალდუს შეძენის ვარიანტს საბოლოოდ გამორიცხავს.

ამრიგად, რონალდუს მხოლოდ "პსჟ"-ს ვარიანტი რჩება, რომელიც თავად ფეხბურთელს არ აწყობს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "რეალს" ნეიმარის შეძენა სურს და გეგმავს, რომ "პსჟ"-ს 100 მილიონთან ერთად კრიშტიანოც შესთავაზოს.

სამეფო კლუბში პორტუგალიელ ფეხბურთელს პოზიციები საგრძნობლად აქვს შერყეული. მადრიდული AS-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქომაგთა 60%-ზე მეტს მისი "რეალიდან" წასვლა სურს.

თავად კლუბმა კი ოფიციალურად განაცხადა, რომ რონალდუს ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებენ. ის გაუმჯობესებულ პირობებს ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები