Aa
Aa

"რეალს" ნეიმარის შეძენა გაუჭირდება - ფეხბურთელის აგენტმა საინტერესო დეტალი გაამხილა

მადრიდის "რეალის" ნეიმარისადმი ინტერესი ყველასათვის კარგადაა ცნობილი.

2018 წლის ზაფხული გასულ სატრანსფერო ფანჯარასთან შედარებით გაცილებით ცხელი იქნება. ამას ევროპული პრესა გვპირდება.

დღეს, Goal-თან საუბრისას ნეიმარის პირადმა იურისტმა მარკოს მოტამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მე გაძლევთ გარანტიას, რომ ნეიმარის ქონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა დასახელებული არ არის. იმასაც გეტყვით, რომ კონტრაქტში ბომბარდირისთვის განკუთვნილ ფულად ჯილდოზე, ასევე არაფერია მითითებული".

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარის გადაბირებით "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.

ჭორების თანახმად, "რეალი" "პსჟ"-ს 100 მილიონ ევროსა და კრიშტიანო რონალდუს სთავაზობს, ხოლო "იუნაიტედი" 500 მილიონს ამზადებს.

ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გაჟღერებულა, ყველაფერი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა და ყველაფერს ზაფხული გვიჩვენებს.

ერთი რამ კი ნათელია - ვისაც ნეიმარის გადაბირება მოუნდება, მას საქმის დაჭერა პირადად ნასერ ალ ხელაიფისთან მოუწევს და იძულებული იქნება, რომ პარიზელთა მფლობელის წესებს დაემორჩილოს, რადგან ბრაზილიელ ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები