დი მარციო:
Aa
Aa

დი მარციო: "ბარსელონა" გრიზმანის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს!..

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ძირითადად სატრანსფერო ფანჯრებისას აქტიურდება და კულუარულ ცნობებს გვთავაზობს, რომელთა დიდი ნაწილი შემდგომში რეალური ხდება.

დი მარციო ერთადერთი სპორტული ჟურნალისტია, რომელსაც საკუთარი საიტი აქვს.

ამჯერად იგი წერს, რომ „ბარსელონა“ ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზადყოფნას გამოთქვამს.

კატალონიელები ამ ტრანსფერზე აქტიურად ამუშავებას ზაფხულში გეგმავენ, თუმცა მოლაპარაკებები, შესაძლოა, ზამთარშივე დაიწყონ.

როგორც ცნობილია, ფრანგ თავდამსხმელს „ბლაუგრანას“ მიმართ სიმპათიები გააჩნია და „ნოუ კამპზე“ თამაშზე, ალბათ უარს არ იტყვის.

ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2022 წლის ზაფხულამდეა გაწერილი, გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები