აგუერო: „ჩელსისთან“ მატჩი ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს
Aa
Aa

აგუერო: „ჩელსისთან“ მატჩი ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა, სერხიო აგუერომ „პრემიერლიგის“ მომდევნო ტურში გასამართ ცენტრალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა, სადაც მისი გუნდი ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. არგენტინელის თქმით, ეს მატჩი ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს, ხოლო მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა.

„ყოველ წელს „პრემიერლიგის“ დონე იზრდება. ყველა ტოპ-გუნდი გაძლიერდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი არაფერს დათმობენ. „ჩელსი“ არ არის ერთადერთი გუნდი რომელსაც ჩემპიონატის მოგება შეუძლია. რა თქმა უნდა „ჩელსის“ დამარცხება ძალიან კარგი იქნება, თუმცა ეს მატჩი არ არის გადამწყვეტი ტიტულისთვის ბრძოლაში. საჭიროა მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურობის შენარჩუნება“ - განაცხადა სერხიო აგუერომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები