ოფიციალურად: ოტამენდიმ
Aa
Aa

ოფიციალურად: ოტამენდიმ "სიტისთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა!

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა მცველმა - ნიკოლას ოტამენდიმ, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

აღნიშნული ინფორმაცია „ქალაქელების“ ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა და დაწერა, რომ ოტამენდი მათი გუნდის რიგებში 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

ნიკოლას ოტამენდი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ლიდერის ერთ-ერთი წამყვანი მცველია - მას ჩემპიონატის 23 თამაშიდან, 22 სრულად აქვს ჩატარებული და აქტივში 4 გოლიც აქვს.

იგი მანჩესტერელთა ბანაკში 2015 წელს „ვალენსიადან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები