Aa
Aa

"ჩელსი" ემერსონში 20-25 მილიონს ჩამოდის, თუმცა...

ლონდონის „ჩელსი“ მარცხენა მცველის ძიებას აგრძელებს და ამჟამად მოლაპარაკებებს ემერსონ პალმიერის შესაძლო ტრანსფერზე მართავს.

„ლურჯები“ ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ „რომას“ 20-25 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაზეც იტალიური პრესა წერს, რომ შეთავაზება რომაული კლუბისთვისაც მეტ-ნაკლებად მისაღებია.

მეორე მხრივ, სათქმელია, რომ ლონდონელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნე „იუვენტუსელი“ ალექს სანდროა, ამიტომაც ემერსონის ტრანსფერზე ისინი გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებენ.

თუმცა საქმე არც მთლად ასე უნდა იყოს, რადგანაც ემერსონის საკუთარ რიგებში ხილვა „ლივერპულს“, „ნიუკასლსა“ და „იუვენტუსსაც“ სურთ.

„იუვე“ ვახსენეთ და საინტერესოც ესაა, რომ არაა გამორიცხული კლუბებმა სატრანსფერო სამკუთხედი შემოგვთავაზონ, რაც ალექს სანდროს „ჩელსიში“, ხოლო ემერსონ პალმიერის „იუვენტუსში“ გადასვლას გულისხმობს.

23 წლის ბრაზილიელ განაპირა მცველს მიმდინარე სეზონში თამაშის საშუალება პრაქტიკულად არ ეძლევა - მის პოზიციაზე „ჯალორისის“ მთავარი კაცი ალექსანდარ კოლაროვია.

ემერსონს სერია A-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 15 წუთი აქვს ნათამაშები - იგი „სპალთან“ მატჩისას შეცვლაზე გამოიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები