პიკემ
Aa
Aa

პიკემ "ბარსელონასთან" გაახანგრძლივა

"ბარსელონას" ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, კლუბმა ხერარდ პიკესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 30 წლის უკანახაზელი "ბლაუგრანაში" 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

პიკეს გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება. ჯერჯერობით მხარეებს ხელი ოფიციალურად არ მოუწერიათ, თუმცა "ბარსელონამ" ინფორმაცია უკვე გაასაჯაროვა.

კატალონიელი უკანახაზელი "ბარსას" წევრი 1997 წელს გახდა. პიკემ "ბლაუგრანას" ასაკობრივი გუნდები გაიარა და 2004 წელს "მანჩესტერ იუნიატედს" შეუერთდა.

საბოლოოდ, პიკე 2008 წელს კლუბმა უკან დაიბრუნა და მას შემდეგ, ის გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა.

პიკემ "ბარსას" მაისურით 421 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 37 გოლი, 8 შედეგიანი გადაცემა და 25 ტიტულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები