Aa
Aa

"მანჩესტერში" სანჩესის კონტრაქტის პირობები გასაჯაროვდა

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესის ტრანსფერი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. ჩილელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ყველაფერი შეათანხმა და ის ოლდ ტრაფორდზე 4,5 წლის განმავლობაში დარჩება. ახლა, მხოლოდ "არსენალის" თანხმობაღა დარჩა.

ლონდონელები ჰენრიხ მხითარიანის გადაწყვეტილებას ელოდებიან და ამით მოლაპარაკებები დასრულდება.

დღეს კი Telegraph-მა სანჩესის "იუნაიტედში" კონტრაქტის პირობები გაასაჯაროვა. როგორც გუშინ დაიწერა, ალექსისის ყოველწლიური ანაზღაურება 14 მილიონი ფუნტი იქნება, თუმცა ეს არ გახლავთ სრული თანხა, რომლის გადახდაც "მანკუნიანელებს" მოუწევთ.

რეალურად, სანჩესის ანაზღაურება 27 მილიონი ფუნტია, თუმცა აქედან 13 მილიონი პირდაპირ გადასახადებში წავა და დარჩენილი მთელი 14 მილიონი ფეხბურთელის ანგარიშზე ჩაირიცხება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსისი დამატებით 20 მილიონსაც მიიღებს, რომლიდანაც 10-ს თავის აგენტს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა პეპ გვარდიოლას ფეხბურთელის მოთხოვნები არ მოეწონა და მისი გადაბირების სურვილი დაკარგა, რადგან ჩილელი საკმაოდ დიდ ანაზღაურებას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები