პირველად 13 წლის შემდეგ - 15 წლის უკრაინელი ჩოგბურთელის წარმატება ავსტრალიის ღია პირველობაზე
Aa
Aa

პირველად 13 წლის შემდეგ - 15 წლის უკრაინელი ჩოგბურთელის წარმატება ავსტრალიის ღია პირველობაზე

15 წლის უკრაინელი ჩოგბურთელი მარტა კოსტიუკი ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში ითამაშებს.

ბოლო 13 წლის მანძილზე, იგი გახდა ყველაზე მცირეწლოვანი მოთამაშე, რომელიც დიდი სლემის ტურნირის ამ სტადიაზე გავიდა. 2005 წელს იგივე შედეგი ჩეხ ნიკოლ ვაიდიშოვას ჰქონდა.

კოსტიუკზე, რომელმაც გასულ წელს ავსტრალიის ღია პირველობა ახალგაზრდებში მოიგო, უდიდესი იმედები მყარდება და ის მსოფლიო ჩოგბურთის მომავლად მიიჩნევა.

გარდა ავსტრალიაში წარმატებისა, გასულ სეზონში მან ამერიკის ღია პირველობაზეც იმარჯვა, თუმცა ეს წყვილთა შორის სერბ ოლგა დანილოვიჩთან ერთად გააკეთა.

თინეიჯერი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში თანამემამულე ელინა სვიტოლინას შეხვდება, რომელიც ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები