ზიდანმა რონალდუზე კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

ზიდანმა რონალდუზე კომენტარი გააკეთა

მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუს გარშემო შექმნილი ატმოსფეროს შესახებ კომენტარს აკეთებს.

„რონალდუს გარშემო ბევრი საუბარია, თუმცა მან მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქროს და საქმე ისევე გააკეთოს, როგორც ყოველთვის.

სიმართლე გითხრათ, იგი სხვაგან ვერ წარმომიდგენია, ის სწორედ იქაა, სადაც უნდა იყოს. აქ იგი ყველას უყვარს.

მის კონტრაქტზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან მხოლოდ იმით ვინტერესდები, რას აკეთებს ის მოედანზე. დანარჩენი მისი საქმეა და ისე მოიქცევა, როგორც თავად გადაწყვეტს.

პირადად ჩემი მაგალითი თუ გაინტერესებთ, როცა კარიერისას რთული პერიოდი მქონდა, შრომას ვაგრძელებდი და ვცდილობდი დადებითზე მეფიქრა“.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხელფასის გაზრდა სურს, რაზეც ჯერჯერობით „რეალის“ ხელმძღვანელობას პირადად ვერ დაელაპარაკა.

გავრცელებული ცნობებით, „სამეფო კლუბის“ უფროსონა პორტუგალიელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები