დი მარია:
Aa
Aa

დი მარია: "მესი საუკეთესოა და ამაზე დავა არასწორია"

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმანის“ შემტევი ანხელ დი მარია, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ საუბრობს.

„როგორც ყოველთვის, არგენტინა ამჯერადაც ფავორიტებს შორისაა. მომავალ მუნდიალზე არაერთი უძლიერესი გუნდი ითამაშებს, მაგალითად ესპანეთი და საფრანგეთი, თუმცა ჩვენ არავისზე ნაკლები შანსი არ გვაქვს.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ლიონელ მესი გვყავს. იგი ულაპარაკოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამაზე დავა სწორად არ მიმაჩნია.

ვფიქრობ, თუკი მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, მესის საუკეთესოობასთან დაკავშირებით ყოველგვარი კითხვის ნიშანი სამუდამოდ მოიხსნება“.

არგენტინის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის D ქვეჯგუფში ხორვატიის, ნიგერიისა და ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები