პალეტამ შესაძლოა „მილანი“ დატოვოს
Aa
Aa

პალეტამ შესაძლოა „მილანი“ დატოვოს

პალეტას აგენტმა, მარტინ გუასტადისენგომ „bergamonews.it“-თან ინტერვიუში მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში იგი შესაძლოა ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი გახდეს.

„გაბრიელს არასდროს უთქვამს უარი „ატალანტასთვის“ და არასდროს არ გააკეთებს ამას. მას დიდი პატივისცემა აქვს იტალიური კლუბების მიმართ და სამშობლოში თამაში მისთვის მნიშვნელოვანია. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე შემოთავაზება მივიღეთ, თუნდაც იმ კლუბებისგან, რომლებიც ევროპის თასებზე თამაშობენ, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ახლა ჩემი კლიენტი "მილანში" თავის დამკვიდრებას ცდილობს და ცდილობს გუნდთან ერთად პროფესიონალიზმი გამოავლინოს. ჩვენ შევხვდით ჯოვანი სარტონის, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა ეს ინტერესი ძალიან კარგია, თუმცა გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - განაცხადა პალეტას აგენტმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები