შენგელიასა და შერმადინის უიღბლო ტური ევროლიგაში
Aa
Aa

შენგელიასა და შერმადინის უიღბლო ტური ევროლიგაში

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ევროლიგაში ქართული კლუბების დღე არ იყო. გიორგი შერმდინის “უნიკახამ” მილანში “არმანი ექსჩეინჯთან” 87:101 წააგო, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” კი მადრიდში “რეალთან” დაძაბულ ბრძოლაში – 73:75 დამარცხდა. 

ბასკონიელები უმეტესწილად ლიდერობდნენ, თუმცა ბოლოში ყველაფერი ერთმა სროლამ გადაწყვიტა, რომელიც თორნიკე შენგელიას აუცდა, ხოლო რუდი ფერნანდესმა ჩააგდო და მადრიდელებს გაამარჯვებინა. უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდელები ქართველ ფორვარდზე დაჯარიმდნენ, როცა მან საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე, თანაბარ ანგარიშზე ფარს შეუტია, თუმცა ეს მსაჯებს ან გამოეპარათ და სწორედ ამას მოჰყვა როდრიგესის გამარჯვების ორქულიანი.

შენგელია ვიტორიული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25:25 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 

9-დან 3 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. “ბასკონიას” 8 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 იანვარს იმ “მილანის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც დღეს მალაგელებს აჯობა.

მილანში გამართულ მატჩში “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა მოედანზე 12:56 წუთი გაატარა და 6 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 5-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

7 მოგებითა და 11 მარცხით  “უნიკახა” მე-10 ადგილზეა, 19 იანვარს კი შინ, “რეალს” გაეჯიბრება. ამგვარად, მომდევნო ტურში ქართველ კალათბურთელთა გუნდები მეტოქეებს გაცვლიან.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები