Aa
Aa

ფაჩულიას მორიგი შედეგიანი მატჩი და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "ჩიკაგოში"

გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

"გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "ჩიკაგოს" 119:112 სძლია. ოკლენდელთა გამარჯვებაში თავისი სოლიდური წვლილი შეიტანა ზაზა ფაჩულიამაც.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე ჯამში 18 წუთი გაატარა.

ზაზამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 11 მოხსნა მიითვალა, რომელსაც 6 ქულა და 5 გადაცემაც დაუმატა.

რაც შეეხება "უორიორსის" ლიდერებს, "ჩიკაგოს" წინააღმდეგ საუკეთესო იყო კლეი ტომპსონი, რომელმაც 38 ქულა ჩააგდო და შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტი 2 ქულიანებიც მის ანგარიშზეა.

30 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ხოლო კევინ დურანტმა 19.

აქვე გეტყვით, რომ ფაჩულიას პარკეტზე ყოფნის დროს, "გოლდენ სტეიტმა" "ჩიკაგოს" 31 ქულით აჯობა, რაც გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. ზაზა მხოლოდ კევონ ლუნის (33) ჩამორჩა.

სტივ კერის გუნდმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-14 გასვლითი მატჩი მოიგო. ეს შედეგი NBA-ს ისტორიაში საუკეთესოთა შორის მესამეა. რეკორდი კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ეკუთვნის, რომელმაც 1971-72 წლების სეზონში მიჯრით 16 გასვლითი შეხვედრა მოიგო.

"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციას 37 მოგებითა და 9 მარცხით ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრა ოკლენდელებს "ჰიუსტონში" ელოდებათ, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები