Telegraph: სანჩესი
Aa
Aa

Telegraph: სანჩესი "მანჩესტერს" შეუთანხმდა - ჩილელი "ოლდ ტრაფორდზე" 2022 წლამდე დარჩება

ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ალექსის სანჩესსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შეთანხმება შედგა და ჩილელი ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებში" 2022 წლამდე დარჩება.

ხსენებულ ინფორმაციას telegraph-ი ექსკლუზიურად ავრცელებს.

სანჩესის ყოველწლიური ანაზღაურება 14 მილიონი ფუნტი იქნება. მისი გამოსასყიდი თანხა კი 180 მილიონი ფუნტი.

"იუნაიტედმა" თანაქალაქელ "სიტის" აჯობა და ალექსისი საბოლოოდ მათ დარჩათ.

წყაროს ცნობით, მოურინიო მხითარიანის თანხმობას ელოდება, რომ სომეხი ფეხბურთელი "არსენალში" გადაბარგდეს, რაც სანჩესის ტრანსფერს ოფიციალურ სახეს მისცემს.

ფელიპე კოუტინიოს შემდეგ, ალექსის სანჩესის ტრანსფერი იანვრის თვის ყველაზე ხმაურიანი გარიგება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები