ფეხბურთელებს გაურკვევლობა მობეზრდათ და სანჩესის შაბათამდე გაყიდვას ითხოვენ!
Aa
Aa

ფეხბურთელებს გაურკვევლობა მობეზრდათ და სანჩესის შაბათამდე გაყიდვას ითხოვენ!

ალექსის სანჩესი ლონდონის "არსენალს" მალე დატოვებს და კარიერას სავარაუდოდ კვლავ პრემიერლიგაში განაგრძობს.

ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერი საკმაოდ გაიწელა და ეს ბევრის ნერვებზე მოქმედებს, მათ შორის ქომაგებისა და თავად ფეხბურთელების განწყობაზე.

Evening Standard-ის ინფორმაციით, "არსენალის" ფეხბურთელებს ასეთი სიტუაცია მობეზრდათ და ისინი სანჩესის შაბათამდე გაყიდვას ითხოვენ.

"კრისტალ პალასთან" მატჩისთვის, ფეხბურთელებს სურთ, რომ უკვე ყველაფერი გარკვეული იყოს და ალექსისი "მეთოფეთა" რიგებში აღარ ირიცხებოდეს.

დღეს, ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტის ჰენრიხ მხითარიანის დათმობის გარეშე, "არსენალი" სანჩესს "მანჩესტერს" არ მიჰყიდის.

ლონდონელები "წითელი ეშმაკებისგან" გარკვეულ თანხასთან ერთად, სწორედ სომეხ ფეხბურთელს ითხოვენ.

ბრიტანული გამოცემები ვარაუდობენ, რომ მხარეები საბოლოო შეთანხმებას უახლოეს 2 დღეში მიაღწევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები