ესპანური პრესა: რაფინია და
Aa
Aa

ესპანური პრესა: რაფინია და "ინტერი" მალე გაოფიციალურდება!

ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბარსას“ ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა, დიდი ალბათობით, მილანის „ინტერში“ გადაბარგდება.

ამ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს და დღევანდელი მონაცემებით, მხარეები იჯარასა და გამოსყიდვის უფლებაზე შეთანხმდებიან.

„ნერაძურის“ რაფინიას დამატება 35-40 მილიონი ევრო დაუჯდება, რომელსაც ზაფხულში გადაიხდის, იქამდე კი ფეხბურთელი „ჯუზეპე მეაცაზე“ განათხოვრების წესით იასპარეზებს.

24 წლის ფეხბურთელს, ტრავმის გამო, აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები