ნაინგოლანის
Aa
Aa

ნაინგოლანის "გვანჯოუში" გადასვლა რეალური ხდება

იტალიური პრესის ცნობით, „რომა“ და „გვანჯოუ ევერგრანდი“ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ჩინელები „ჯალოროსის“ ლიდერის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონ ევროს იხდიან, თანაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ.

საქმე ისაა, რომ „გვანჯოუს“ თავკაცი ფაბიო კანავარო, „რომას“ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს პირადად შეხვდა და ამ საკითხზე ესაუბრა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კლუბების სეზონის ბოლომდე იჯარას განიხილავენ, რათა ჩინურ საგადასახადოს თავი აარიდონ, ამიტომაც ბელგიელი ვარსკვლავის იჯარის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო ზაფხულში 50 მილიონ ევროდ სრულ ტრანსფერს გაჩარხავენ.

როგორც Calciomercato წერს, „რომას“ ბიუჯეტში საქმე იდეალურად არ აქვს და თავისი ლიდერის გაყიდვაზე ამიტომ ფიქრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები