რაიოლა: თუ მხითარიანთან ვერ შეთანხმდებიან...
Aa
Aa

რაიოლა: თუ მხითარიანთან ვერ შეთანხმდებიან...

ჰენრიხ მხითარიანის აგენტ მინო რაიოლას განცხადებით, თუკი სომეხი ფეხბურთელი „არსენალთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვერ გადავა.

რაიოლა ამბობს, რომ მხითარიანს მწვრთნელთან პირადი უთანხმოება არ აქვს და გუნდის დატოვება მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის სურს.

როგორც ცნობილი ხდება, „მეთოფეები“ და „წითელი ეშმაკები“ ფეხბურთელების პირდაპირ გაცვლას განიხილავენ და შესაძლოა, საქმეში თანხა საერთოდ არ გამოიყენონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, სანჩესის მომავალ კლუბად უდიდესი ალბათობით, სწორედ „იუნაიტედი“ უნდა იქცეს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ჩილელის გადაბირებაზე „ჩელსიც“ მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები