Aa
Aa

"ვილიარეალი" ბაკას გამოსყიდვას გეგმავს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ვილიარეალი“ „მილანისგან“ კარლოს ბაკას გამოსყიდვას აპირებს.

კოლუმბიელი თავდამსხმელი ესპანურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაჯდება.

როგორც ირკვევა, „წყალქვეშა ნავმა“ იტალიურ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო და წესით, მალე შეთანხმებასაც უნდა მიაღწიოს.

კარლოს ბაკას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები